ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე მეტი ბურთი საქართველოს ნაკრების მეკარემ მოიგერია
უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე არსებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, დასრულებულ ტურნირზე ყველაზე მეტი ბურთი საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა მოიგერია. ქართველმა საკუთარი კარის გადარჩენა 29-ჯერ მოახერხა.
მეორე ადგილზე ნიდერლანდების ნაკრების მეკარე ბარტ ვერბრუგენია 18 სეივით, ხოლო მესამე ადგილზე 17 მოგერიებით – ინგლისელი ჯორდან პიკფორდი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული შედეგი დააფიქსირა. ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი მერვედფინალში გავიდა და იქ მომავალ ჩემპიონ ესპანეთთან დამარცხდა.