“მთავრობას აქვს კონკრეტული გეგმა, თუ რა შესაძლებლობები უნდა გააჩნდეს საქართველოს თავდაცვის ძალებს და ეს გეგმა გაწერილია 2030 წლამდე” – ჩიქოვანი

მთავრობას აქვს კონკრეტული გეგმა, თუ რა შესაძლებლობები უნდა გააჩნდეს საქართველოს თავდაცვის ძალებს და ეს გეგმა გაწერილია 2030 წლამდე, – ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა „იმედის კვირასთან“ განაცხადა.

“ჩვენ ამ გეგმის შესრულებას გავაგრძელებთ. იქნება რესურსები, რომლებსაც გვაწვდიან ჩვენი პარტნიორები თუ არა ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომელსაც მოვახმართ ყველა რესურსს, მათ შორის საბიუჯეტოს, ასევე საერთაშორისოს.

ევროპის სამშვიდობო ფონდის რესურსები მიმართული იყო კონკრეტულ ძალთა სახეობის მხარდასაჭერად, ძირითადად საინჟინრო მიმართულებით, ასევე მხარს უჭერდა ჩვენს სხვა ქვედანაყოფებს, მაგრამ შესაძლებლობები და ტექნიკა, რომელსაც ჩვენ შევიძენდით იყო არალეტალური ხასიათის”, – აღნიშნა ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები