“გვაქვს ორი არჩევანი – „ნაცმოძრაობა“ და მისგან ასხლეტილი 7 პარტია და „ქართული ოცნება” – რუხაძე
“შესაძლოა, ჩვენ არ გამოგვივიდეს, პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ხალხის ნების გათვალისწინებით აეწყოს საქართველოს მომავალი”, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ „იმედის კვირის“ ეთერში განაცხადა.
“ჩვენ გვაქვს ორი არჩევანი – „ნაციონალური მოძრაობა“ და მისგან ასხლეტილი 7 პარტია და „ქართული ოცნება“. ეს არის რეალური არჩევანი. ვერანაირი სხვა: „ლელო“ გახარია, ვერავინ ვერაფერს გააკეთებს „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიების გარეშე, ვისი კვლევაც არ უნდა ნახოთ. ეს არჩევანი გვაქვს. ახლა წინ რაღაც სატყუარას გვიკიდებენ, რომ 10 წლის მერე სად ვიქნებით, თურმე ეგ ყოფილა მთავარი – ამიტომ, მოდით, ეს ხალხი მოვიყვანოთ. მერე რა, რომ ვიცით, ცუდები არიან იმიტომ, რომ 10 წლის შემდეგ ასე უფრო კარგად შევალთ ევროკავშირში. ამაზე უნდა დავფიქრდეთ. მთელი ქვეყანა, ამომრჩეველი უნდა დაფიქრდეს. ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რა არის კარგი საქართველოსთვის“, – განაცხადა რუხაძემ.