“ნატოც და ევროკავშირიც გადაწყდება მას შემდეგ, რაც დალაგდება უკრაინა” – ირაკლი რუხაძე
ვფიქრობ, სანამ უკრაინის ომი არ დასრულდება, ევროკავშირში შესვლა არანაირად არ გადაწყდება – ეს ჩემი პირადი აზრია. ნატოც და ევროკავშირიც გადაწყდება მას შემდეგ, რაც დალაგდება უკრაინა. უკრაინა როგორც კი დალაგდება და იმედია, მალე დალაგდება, ამერიკის არჩევნებამდე, აი, ის წყალი ჩვენც გადმოგვესხმება, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ „იმედის კვირის“ ეთერში განაცხადა.
“ერთი საკითხი მახინჯად არის შემოსული – 2022-ში რომ გვითხრეს, მოდით, ბიჭებო, ახლა დროზე ადრე შემოიტანეთო, ცუდი რაღაცის გამო გვითხრეს იმიტომ, რომ მე ასე მგონია და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, მათ არ შევყევით ომში. ამიტომ მიმაჩნია, უნდა დავწყნარდეთ, დავფიქრდეთ და ბავშვი არ გადავაყოლოთ წყალს – ვიფიქროთ საქართველოს მომავალზე“, – განაცხადა ირაკლი რუხაძემ.