ირაკლი რუხაძე: არანაირი მიზეზი არ არსებობს, თქვა, რომ საქართველო მიდის რუსეთისკენ; ივანიშვილს 1998 წლის მერე ფეხი არ ჩაუდგამს რუსეთში, 2004 წელს გაყიდა მთავარი აქტივები და დააბანდა დასავლეთში
მაშინ, როცა ამერიკის მთავრობამ რაღაც სანქციები გამოაცხადა საქართველოს წინააღმდეგ, ჩვენ მეორე დღეს „ატლანტიკურმა საბჭომ“, რომელიც ზომავს თავისუფლების ხარისხს მსოფლიოში, გაგვხადა მწვანე ქვეყანა, პირველად საქართველოს ისტორიაში, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედის კვირა“ ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ განაცხადა.
„ჩვენ ვართ ერთადერთი მწვანე წერტილი და ჩვენს გარშემო არიან სულ ყვითელი ან ყავისფერი ქვეყნები, ანუ ჩვენზე უარეს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნები. მოლდოვა ერთი ნაბიჯით ჩამოგვრჩება და უკრაინა საერთოდ ორი ნაბიჯით ჩამოგვრჩება ამ ყველაფერში. ჩვენ ვართ სრულიად თავისუფალი ქვეყანა“, – აღნიშნა რუხაძემ.