“ჩვენი თავდაცვის ბიჭები მისიებში მონაწილეობდნენ ევროპის კონტინენტის უსაფრთხოების ნაწილში, ბევრმა თავი გაწირა, ბევრი დასახიჩრებული დაუბრუნდა თავის ოჯახს, სამშობლოს” – ზარქუა

“არაკეთილისმსურველები მორალს გვიკითხავენ, ნიშნის მოგებით გვესაუბრებიან, დემოკრატია, ადამიანის უფლებებიო და მათივე საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც აპოლიტიკურები არიან და ობიექტურად იკვლევენ ამა თუ იმ ქვეყნის დემოკრატიულობას, კანონის უზენაესობას, მათ შორის მართლმსაჯულებას, ისინი აფასებენ ობიექტურად”, – განაცხადა მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ზარქუამ.

“ჩვენი თავდაცვის ბიჭები მისიებში მონაწილეობდნენ, მათ შორის, ევროპის კონტინენტის უსაფრთხოების ნაწილში, ბევრმა თავი გაწირა, ბევრი დასახიჩრებული დაუბრუნდა თავის ოჯახს, სამშობლოს. ასეთ ბიჭებზე და ქვეყანაზე, რომელიც გვერდში გედგათ და ერთ-ერთი ყველაზე დიდი რაოდენობის ჯარისკაცი გვყავდა გაგზვანილი ამ მისიებში, მათ შორის, ერაყსა და ავღანეთში, ასეთ მიჭებზე თქვენ თქვით, არა, ისინი 30 მილიონს არ იმსახურებენ, გიგაურებს და ლომჯარიებს უნდა გადავურიცხოთო, რადგან დემოკრატიის და ადამიანის უფლებების შელახვას ვხედავთო. ამ დროს, თქვენს წიაღში არსებული საერთაშორისო ორგანიზაცია, „მრავალფეროვანი დემოკრატიის“ ორგანიზაცია, რომელიც წერს დასკვნებს, სადაც ასობით, ათასობით ექსპერტია ჩართული, ისინი აკეთებენ ობიექტურ შეფასებას, რომ დიახ, საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა კონტინენტზე მართლმსაჯულებასთან წვდომის და დემოკრატიულობის კუთხით”, – აღნიშნა ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები