“ღრმად შოკირებული ვარ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ტრამპზე განხორციელებული თავდასხმით” – ზურაბიშვილი

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე თავდასხმას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“ღრმად შოკირებული ვარ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ტრამპზე განხორციელებული თავდასხმით.

პოლიტიკური ძალადობა სავალალოა და დემოკრატიაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს.

პრეზიდენტ ტრამპს და ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ და ვუსამძიმრებ ამ თავდასხმის დროს დაღუპულის ოჯახს“, – წერს  ზურაბიშვილი X-ში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები