“ლელოს” ლიდერებს წნორში NDI-მ უმასპინძლა – პარტიის ლიდერებმა მოსახლეობას საარჩევნო დაპირებები გააცნეს

მამუკა ხაზარაძის პარტია “ლელოს” ლიდერებს, მედეა მეტრეველსა და ანა ნაცვლიშვილს წნორში NDI-მ უმასპინძლა.

ამის შესახებ ინფორმაცია პარტიის ფეისბუქგვერდზე ვრცელდება.

“დღეს “ლელოს” ლიდერები, მედეა მეტრეველი და ანა ნაცვლიშვილი, წნორში, კახეთის რეგიონის მცხოვრებლებს შეხვდნენ. მადლობა ნანა ბაგალიშვილს, “ცოდნის კაფეს” და NDI-ის მასპინძლობისა და მოსახლეობასთან საინტერესო დისკუსიის შესაძლებლობისთვის.

შეხვედრის მთავარ თემებს შეადგენდა ევროკავშირის რეფორმები, 1000-ლარიანი პენსია, 200 000 სამუშაო ადგილის შექმნა და, რაც მთავარია, რუსი ოლიგარქისა და რუსული ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობა. 

საქართველოს მომავალი ევროპაშია”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები