ბექა დავითულიანი: დღეის მდგომარეობით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას დააკომპლექტებს უპრობლემოდ, იქნება მმართველი ძალა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი აცხადებს, რომ “დღეის მდგომარეობით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას დააკომპლექტებს უპრობლემოდ, იქნება მმართველი ძალა”.

„პირადად მე ვვარაუდობ, რომ პროცესი განვითარდება შემდეგნაირად – მაგალითად, როდესაც სექტემბერში არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწევთ რეგისტრაცია, ერთ-ერთი დონორის მხრიდან მოხდება კოორდინირება პროცესის, რომ არ დარეგისტრირდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ვიცი, ისინი ეუბნებიან, რომ პროგრამებს შეუწყვეტენ. შესაბამისად, ეს იქნება საპროტესტო ტალღის პირველი ეტაპი, შემდეგ ამას ალბათ მოჰყვება სახელმწიფოს მხრიდან კანონიერი რეაგირება და დაჯარიმება, რაზეც იქნება მეორე შემოტევა, თითქოსდა იდევნებიან არასამთავრობო ორგანიზაციები და ასეთ ფონზე წინასაარჩევნო გარემო თითქოსდა მძიმე არის. ამას, რა თქმა უნდა უცხოეთიდან მოჰყვება ორკესტრირებული განცხადებები, თითქოსდა ჩვენ ვამძიმებთ წინასაარჩევნო გარემოს, არადა ამ სპექტაკლს დგამენ თვითონ ის ძალები, რომლებიც აორგანიზებენ იმას, რომ ამ არასამთავროებმა არ გაიარაონ რეგისტრაცია.

ეს განცხადებები გაკეთდება, ჩვენ ჩამოვიყვანთ ოფიციალურ უცხოელ დამკვირვებლებს. ეუთო/ოდირი არის ოფიციალური შემფასებელი და ყველა პარტიას უზის თავისი წარმომადგენელი, როგორც საარჩევნო უბანზე, ისე ოლქში, ისე ცესკოში. ვერცერთი მათგანი მასობრივად ვერ დააფიქსირებს ისეთ დარღვევებს, რომლებსაც შეიძლება არჩევნების შედეგზე ექონია გავლენა. ამიტომ, განცხადებები იმის შესახებ, თითქოს წინასაარჩევნო გარემო იყო ცუდი, თითქოს მოხდა დარღვევები, დარჩება განცხადებებად და ამას ფაქტებით ვერავინ დაასაბუთებს. შესაბამისად, საბოლოო ჯამში არჩევნების აღიარება მოუწევს ყველას, იმიტომ რომ არ ექნებათ არანაირი ობიექტური დასაბუთება, რომ პირიქით მოხდა და მერე მოუწევთ საუბარი ურთიერთობების გადატვირთვაზე“, – აცხადებს დავითულიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები