ზურაბ ქადაგიძე: გაწირეს უკრაინელი ერი, სამაგიეროდ, გენმოდიფიცირებული სოროსის ლეკვები კრიტიკულად საჭიროაო და კანონიც კი მოარგეს – ეს სცენარი უნდოდათ ჩვენთანაც, რომ ბოლო ქართველამდე გავწყვეტილიყავით, გენმოდიფიცირებულ “ენჯეოშნიკ” უსამშობლოებს გაარიდებდნენ
წარმოიდგინეთ, დეკლარაციის შევსებაზე რა ამბავი ატეხეს ჩვენთან და ომში ვინ გაგვაწვევინებდა გიგაურის ხელის ბიჭებს?! სალომე ზურაბიშვილს “დედალ” ზელენსკიდ აქცევდნენ, ლომჯარიას – პოდოლიაკად, ხოლო ელისაშვილი ყველგან გონჩარენკო დარჩებოდა, – წერს “ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების თანამშრომლები მობილიზაციისგან გათავისუფლდნენ და მათ ე.წ. ჯავშანი მისცეს.