შალვა პაპუაშვილი – როდესაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომი დაიწყო, საქართველოს გაუმართლა, რომ ამ ისტორიულ მომენტში „ქართული ოცნება“ იყო ხელისუფლებაში, ნებისმიერი სხვა ჯგუფი რომ ყოფილიყო მაშინ ხელისუფლებაში, ომს დაიწყებდნენ
როდესაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომი დაიწყო, საქართველოს გაუმართლა, რომ ამ ისტორიულ მომენტში „ქართული ოცნება“ იყო ხელისუფლებაში. ნებისმიერი სხვა ჯგუფი რომ ყოფილიყო მაშინ ხელისუფლებაში, ომს დაიწყებდნენ. ჰკითხეთ, დააწესებდნენ თუ არა სანქციებს, რა თქმა უნდა, დააწესებდნენ. იქნებოდა თუ არა ეს ესკალაცია – იქნებოდა. ესკალაციის სავარაუდო შედეგი იქნებოდა თუ არა სამხედრო კონფლიქტში შესვლა? რა თქმა უნდა, იქნებოდა. ეს არის ანი და ბანი. ეს ელემენტარული ცოდნა,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
“დღეს რომ ჯგუფდებიან „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა დანაყოფი და „ენჯეოების“ წარმომადგენლები, ისინი პარლამენტის შენობის წინ აქციებს ატარებდნენ მოთხოვნით, რომ გაგვეშვა მოხალისეები უკრაინაში საომრად და რეალურად ჩავრთულიყავით ომში, დაგვეწესებინა სანქციები რუსეთისთვის და ამით შევსულიყავით ესკალაციაში. ეს ადამიანები პირდაპირ მიგვათრევდნენ ომში. ამ გარანტიების მოლოდინში, შემდეგ ისინი არ მოხვდებოდნენ მობილიზაციაში ან საევაკუაციო თვითმფრინავებით გავიდოდნენ საქართველოდან. ამიტომ, ეს არის სწორედ ის ცინიზმი, რომლითაც ახლა, ოპოზიციის ეს წარმომადგენლები და „ენჯეობი“, დღეს კიდევ ბედავენ, ქართულ პოლიტიკაში რჩებიან, არჩევნებში მონაწილეობას ბედავენ და ქართველ ხალხს საკუთარ კანდიდატურას სთავაზობენ. ამიტომ, 26 ოქტომბერი იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავე დროს, ყველაზე მარტივი არჩევანი. საბოლოოდ გაირკვა ის სიბნელე, რომელიც დგას ოპოზიციის მხარეს, საით გვექაჩებოდა ოპოზიცია ბოლო ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში, რაც მიმდინარეობს რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ. გვექაჩებოდნენ ომში, ესკალაციაში და ამ ხალხს საკადრის პასუხს გასცემს ქართველი ხალხი და ეტყვის, რომ არანაირ ომში ჩამთრევები ეგენი არ არიან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.