„თაღლითები, დღე მეორე – ხელფასები ჩაურიცხეს მხოლოდ 17 თანამშრომელს, რა კრიტერიუმით, ვერ ვხვდები“ – ნანა ლეჟავა TV 24-ში მიმდინარე ამბებზე მორიგ პოსტს აქვეყნებს

ჟურნალისტი ნანა ლეჟავა სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს და ტელეკომპანია TV24-ის ხელმძღვანელობას მოუწოდებს, ყველა თანამშრომელს ჩაურიცხონ კუთვნილი ხელფასები.

მისი თქმით, ტელეკომპანიას არც კომპენსაციების გაცემა უნდა.

„თაღლითები. დღე მეორე – ხელფასები ჩაურიცხეს მხოლოდ 17 თანამშრომელს. რა კრიტერიუმით, ვერ ვხვდები. პარტიის ოფისიდან შემოუთვალეს ხალხს, კონტრაქტებში სამსახურის დაწყების ვადები არეულია და ვასწორებთო. თითოეულმა ადამიანმა იცის, როდის დაიწყო მუშაობა და ზუსტად ეგ თარიღები უწერიათ კონტრაქტებშიც.

და მეორე, ადამიანმა აიღო წინა თვეში ხელფასი! მათთვის ივნისი მეორე თვეა და მათ არ აძლევთ ხელფასს! ანუ, წინა თვეში კარგად იყო ყველაფერი და ახლა აირია თარიღები? რა ვადებს ამოწმებთ, ჩლუნგებო? დააბოლეთ „თაობები საქართველოსთვის“ წევრები (ორნი ხართ სულ) და ხალხს მიეცით კუთვნილი ანაზღაურება. არ გავჩერდები! ჰო, კიდევ რეორგანიზაცია გამოუცხადებიათ. კომპენსაციების გაცემა არ უნდათ. დანარჩენს ხვალ მოვყვები, ზეგაც და ყოველ დღე, სანამ ყველა არ მიიღებს იმას, რისი ღირსიცაა!“, – წერს ნანა ლეჟავა Facebook-ზე.

შეგახსენებთ, რომ ნანა ლეჟავას მიერ ტელეკომპანია TV24-ის დატოვების შესახებ ინფორმაცია 8 ივლისს გავრცელდა. ჟურნალისტმა აღნიშნული ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას ბრალი თაღლითობაში დასდო და განაცხადა, რომ ამის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები