“ჩვენ ვერავინ ვერასდროს გვეტყვის, რომ ნატოსთან ვალდებულებები რაიმე სახით არ შევასრულეთ” – გურამ მაჭარაშვილი
„30 მილიონზე საუბრობს ევროკავშირის ელჩი და ამბობს, რომ თავდაცვის უნარიანობის გაძლიერების და იარაღის შეძენის ნაცვლად იმ ჯარისთვის, რომელმაც სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ დაიშურა საერთაშორისო მისიებში ნატოს ჯარისკაცებთან ერთად, ლომჯარია-გიგაურს უყიდის „მოლოტოვის კოქტეილებს“ სამოქალაქო რევოლუციებისთვის და რადიკალური პროცესებისთვის”, – განაცხადა “ხალხის ძალის” წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.
“ჩვენ ვერავინ ვერასდროს გვეტყვის, რომ ნატოსთან ვალდებულებები რაიმე სახით არ შევასრულეთ, მეტიც, ჩვენმა ჯარმა დადო სიცოცხლე და ჯანმრთელობა ნატოს ჯარისკაცებთან ერთად“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.