“ოპოზიციაში მომრავლდა აუტსაიდერთა გაერთიანებები და ის ადამიანები, ვინც წინასწარ გრძნობენ, რომ არანაირი შანსი არ აქვთ, გადალახონ 5%-იანი ბარიერი” – რატი იონათამიშვილი
“ოპოზიციაში მომრავლდა აუტსაიდერთა გაერთიანებები და ის ადამიანები, ვინც წინასწარ გრძნობენ, რომ არანაირი შანსი არ აქვთ გადალახონ 5%-იანი ბარიერი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
“მანდატები მათ სჭირდებათ იმისთვის, რომ, ერთი მხრივ, შეიქმნან საკუთარი კომფორტი და, მეორე მხრივ, შეასრულონ იმ პირების დავალებები, რომელიც ხშირ შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ არის ხოლმე განწყობილი.
შესაბამისად, ეს ადამიანები ლუსტრირებას ახდენენ, რომ მათი პოლიტიკური საქმიანობა დაცლილი არის პრინციპებისა და ღირებულებებისგან, ვინაიდან შეუძლიათ ერთ დღეს ერთმანეთი უკიდურესი სიტყვებით შეურაცხყონ, მეორე დღეს კი ერთად დადგნენ და ყალბი გაერთიანებების ილუზია შექმნან”, – აღნიშნა დეპუტატმა.