თინა ბოკუჩავა: აქტიურად ვმუშაობთ საკონსტიტუციო სარჩელზე, რადგან “რუსული კანონი” არის ანტიკონსტიტუციური
“ნაცმოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ აქტიურად მიმდინარეობა მუშაობა საკონსტიტუციო სარჩელზე, რადგან მისივე თქმით, ე.წ რუსული კანონი არის ანტიკონსტიტუციური.
“ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საკონსტიტუციო სარჩელზე იმიტომ, რომ რუსული კანონი, რომელიც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას და ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანს, რაც გაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში, არის ანტიკონსტიტუციური. ვერ ვიტყვი, რომ დიდი მოლოდინი მაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას, იმიტომ, რომ გვინახავს მთელი რიგი სხვა გადაწყვეტილებები, სადაც საკონსტიტუციო სასამართლო, ისევე, როგორც სხვა ინსტანციის სასამართლოები, იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს”,- განაცხადა ბოკუჩავამ.