“ქმნიან ზურაბიშვილის მხრიდან რაღაც გაერთიანებას, საუბარი შესაძლოა, იყოს ჩუგოშვილზე, ბესელიაზე” – გურამ მაჭარაშვილი
“ახლა ქმნიან ზურაბიშვილის მხრიდან რაღაც გაერთიანებას, საუბარი შესაძლოა, იყოს ჩუგოშვილზე, ბესელიაზე, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ გახარია-ხაზარაძის ხალხისთვის მიუღებელი სინქრონი შეასაღონ საზოგადოებას ვითომ მესამე პოლიტიკური ცენტრი”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს.
“ამით კიდევ ის მტკიცდება, რომ ოპონირებას წინასაარჩევნოდ გავუწევთ არა ქართულ ოპოზიციას, არამედ უცხოურ ძალას ქართული პოლიტიკური ოპოზიციური ფიგურების სახით”, – აღნიშნავს მაჭარაშვილი.