“დღეს თავდაცვის ბიუჯეტი საკმაოდ მაღალია – ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე” – კირცხალია
“ჩვენი გაცხადებული კურსია ევროკავშირში ინტეგრაცია, ასევე, ნატოს წევრობა – ღირსეული ინტეგრაცია”, – ამის შესახებ მმართველი პარტიის დეპუტატმა ირაკლი კირცხალიამ “დღის ქრონიკაში” სტუმრობისას განაცხადა.
“ინსტიტუციურ დონეზე, აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებს ჩვენი ქვეყანა, რომ დაუკავშირდეს ევროკავშირს, დაუკავშირდეს ნატოს. ამას ჩვენ საქმით ვამტკიცებთ.
რბილად რომ ვთქვათ, უსამართლობაა ჩვენი ქვეყნის მიმართ და ჩვენი ჯარის მიმართ. ჩვენ ვნახეთ, რა გადაწყვეტილებებიც მიიღეს, როგორი პოლიტიკური განცხადებები კეთდება. აქ თანხებზე არ არის საუბარი, დღეს თავდაცვის ბიუჯეტი საკმაოდ მაღალია – ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე”, – განაცხადა კირცხალიამ.