“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობა, პოლიტიკური დიალოგი” – ბოჭორიშვილი

“ზოგადად, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობა, პოლიტიკური დიალოგი. რა თქმა უნდა, ეს შეხვედრაც, ეს ვიზიტიც ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა მაკა ბოჭორიშვილმა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, უზრა ზეიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“გვქონდა შესაძლებლობა, გვესაუბრა ბევრ საკითხზე, მათ შორის, პრობლემურ საკითხებზეც. კარგი შესაძლებლობა იყო, ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა არგუმენტები, გაგვეცნო ჩვენი მოსაზრებები. პარტნიორებთან პოლიტიკურ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და ეს კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა იყო“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები