“ამ ამნისტიის განხორციელებას ოპოზიციის ნაწილიც ითხოვდა” – ქადაგიშვილი

“ამ ამნისტიის განხორციელებას ოპოზიციის ნაწილიც ითხოვდა. პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ყოფნის დროს მიმართა მათ, რომ ამ მუშაობაში ჩაერთონ და მათი პოზიციებიც ყოფილიყო გათვალისწინებული”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ისაუბრა.

“ზოგადად, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და რადიკალური ოპოზიციისთვის საქართველოს ნებისმიერი წინსვლა არის წინასაარჩევნო პიარად მონათლული. მაგალითად, ის რომ ჩვენი სახელმწიფოს ბიუჯეტს დამატებით 519 მილიონი ლარი შეემატა, რაც ქვეყნის და ხალხისთვის საჭირო პრიორიტეტებზე გადანაწილდა, ესეც წინასაარჩევნო ხრიკია. ამიტომ, ჩვენ მათ ამ ბოროტ, გესლიან სიტყვებს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ და ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის რაც კარგია მუდმივად ის უნდა ვაკეთოთ”, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები