„დასაჯო საქართველოს მოსახლეობა, თავდაცვის უწყება, სამხედრო პირები იმის გამო, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის მიერ მიღებული კანონი არ მოგწონს?” – ზარქუა
„დასაჯო საქართველოს მოსახლეობა, ჩვენი მაგარი ბიჭები, თავდაცვის უწყება, სამხედრო პირები იმის გამო, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის მიერ მიღებული კანონი არ მოგწონს? რატომღაც დაავიწყდათ, რომ ეს მაგარი ბიჭები მსოფლიოს უსაფრთხოების პროგრამებში მონაწილეობდნენ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ზარქუამ ისაუბრა.
“რამდენი დაჭრილი და დაღუპული გვყავს. სამაგიერო რით გადაუხადეთ, 30 მილიონით დასაჯეთ საქართველო და ჩვენი თავდაცვის უწყების ბიჭები?! 30 მილიონი ჩვენმა ერთმა ღირსეულმა მოქალაქემ ფეხბურთელებს აჩუქა! მინდა, მადლობა ვუთხრა პრემიერ-მინისტრს და მთავრობას, რომელმაც კიდევ 100 მილიონი გამოყო თავდაცვის უწყების გაძლიერებისთვის. თქვენ გგონიათ, ამ 30 მილიონით ჩვენს ქვეყანას დააჩოქებთ? ძალიან ცდებით ბატონო ჰერჩინსკი, თუ თქვენ გგონიათ, რომ იაფფასიანი ტრიუკებით მებრძოლ და მეომარ ერს დააჩოქებთ და ქვეყნის ინტერესებზე ხელს ააღებინებთ”, – აღნიშნა ზარქუამ.