წილოსანი – ბურჯანაძესა და გაბუნიაზე: ეს ორი კანდიდატურა საკმაოდ კარგად გამოხატავს ზურაბიშვილის ცოდნას, რა სჭირდება ინსტიტუციებს
„გიორგი ბურჯანაძე არის ის ადამიანი, რომელიც ცალ ფეხზე დგომისთვისაც კი მზად არის, ოღონდ დასავლეთისგან ღიმილი და პატარა კეთილგანწყობის ჟესტები მიიღოს და სრულებით უგულებელყოფს ქვეყნის ინტერესებს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ნინო წილოსანმა ისაუბრა.
“ასევე, დიმიტრი გაბუნია, რომელიც თავად სალომე ზურაბიშვილთან მუშაობდა და თუ არ ვცდები, გარკვეული სკანდალით დაშორდნენ ერთმანეთს. ამიტომ, თუნდაც ეს ორი კანდიდატურა საკმაოდ კარგად გამოხატავს სალომე ზურაბიშვილის მოტივაციას ამ კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილის ცოდნას, ზოგადად, რა სჭირდება ინსტიტუციებს.
დაველოდებით, რა თქმა უნდა, პროცესის შეჯამებას, დასრულებას, თუმცა, კიდევ კარგი, რომ ამ ერთ კანდიდატზე არ არის დაფუძნებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გამართულად მუშაობა”, – აღნიშნა წილოსანმა.