“კარგ საქმეს რომ აკეთებ, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ამას რატომ აკეთებ” – რაქვიაშვილი ამნისტიის პროექტზე
“ამნისტია კარგი და აუცილებელია საქმეა და ეს, ჩემი აზრით, საყოველთაო ამნისტია უნდა იყოს. ყველას უნდა შეეხოს რაღაც ფორმით. გასაგებია, რომ წინასაარჩევნო ამბავია, მაგრამ კარგ საქმეს რომ აკეთებ, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ამას რატომ აკეთებ”, – ამის შესახებ “გირჩის” წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა ისაუბრა.
“ამნისტიას რაც შეეხება, ჯერ კანონპროექტი შემოტანილი არ არის. ამიტომ, ამის წინასწარ შეფასება რთულია, მაგრამ, როგორც არ უნდა იყოს შემოტანილი, ჩვენ ამ პროცესში ჩავერთვებით”,- აღნიშნა დეპუტატმა.