“ვსაუბრობთ ურთიერთობების გადატვირთვაზე და ჩვენ ამას ვცდილობთ, მეორე მხრიდან გვესმის მხოლოდ მუქარა” – მაჭარაშვილი
“პრემიერის განცხადება აბსოლუტურად ლოგიკურია, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ ურთიერთობების გადატვირთვაზე და მეორე მხრიდან გვესმის მხოლოდ მუქარა”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა.
“მუქარები, თანხების შეჩერება, ზოგადად, განცხადებები, რომ ჩერდება ევროინტეგრაციის პროცესი, რაც ვერავინ ახსნა რას ნიშნავს, იმიტომ, რომ ასეთი სამართლებრივი მექანიზმი უბრალოდ არ არსებობს ევროკავშირში, რომ ვინმე გამოვიდეს და შეჩერდა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში პროცესი, ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს.
რა თქმა უნდა, ეს ემსახურება იმას, რომ ყველაფერი გამოყენებული იყოს საქართველოში რადიკალური პროცესებისთვის არჩევნებამდე. ამიტომ, პრემიერის ეს განცხადება აბსოლუტურად ლოგიკურია, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ ურთიერთობების გადატვირთვაზე და ჩვენ ამას ვცდილობთ, მეორე მხრიდან გვესმის ჩვენ მხოლოდ მუქარა”, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.