“ლელო“ საფეხბურთო მოედანზე მოკლეკაბიანი ლამაზი გოგოსავით არის, ყველას უნდა ამ გუნდში ყოფნა, მაგრამ არა ფეხბურთის თამაშის მიზნით – ხვიჩია
“ლელო“ საფეხბურთო მოედანზე მოკლეკაბიანი ლამაზი გოგოსავით არის, ყველას უნდა ამ გუნდში ყოფნა, მაგრამ არა ფეხბურთის თამაშის მიზნით – ამის შესახებ “გირჩის” წევრმა იაგო ხვიჩიამ ისაუბრა.
“სჯობდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი პარტიით გადიოდეს არჩევნებზე, მაგრამ ორსაც არა უშავს. „ლელო“ მოკლეკაბიანი ლამაზი გოგოსავით არის საფეხბურთო მოედანზე, სადაც ყველას უნდა ის მის გუნდში იყოს, მაგრამ არა ფეხბურთის თამაშის მიზნით. ასე იყვნენ გვარამია და მისი მეგობრებიც, გახარიასა და მის მეგობრებსაც იგივე მოტივები ამოძრავებთ „ლელოს“ მიმართ. აქედან რა გამოვა, არ ვიცი, მაგრამ პროცესს ინტერესით შევყურებ, რადგან „ლელო“ პოლიტიკაში გახარიას გამო არსებობს”, – აღნიშნა ხვიჩიამ.