მაჭარაშვილი – გერმანიის ელჩზე: სხვა ქვეყნის პოლიტიკაში ჩარევის ნაცვლად, საკუთარი ქვეყნის პროცესებს მიხედოს
“როდესაც დახმარებას დააყვედრებ მეგობარს, ეს აღარ არის დახმარება. გერმანიის ელჩის ნაცვლად, ასეთ განცხადებას არ გავაკეთებდი”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
“საკუთარ ქვეყანაში, საკუთარი მეთაურის პარტია გავიდა მესამე ადგილზე, ანუ საზოგადოების უნდობლობა არსებობს გერმანიის დღევანდელი ხელისუფლების მიმართ. სხვა ქვეყნის პოლიტიკაში ჩარევის ნაცვლად, საკუთარი ქვეყნის პროცესებს მიხედოს. ჩვენ ჩვენს ქვეყანას მივხედავთ, მაგრამ მეგობრულ ურთიერთობებს გავაგრძელებთ.
დაყვედრებაც არის, დაშინებისა და მუქარის მცდელობაც არის. თავად ოპოზიციაც აღიარებს, ელჩებისა და კონგრესმენების განცხადება იარაღია ჩვენს ხელში და უნდა გამოვიყენოთო”, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.