„კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ დაშლილ მდგომარეობაში ცდილობს, არჩევნებზე რამდენიმე ნაწილად გავიდეს და ამას უცხოური ძალები აკეთებენ” – გურამ მაჭარაშვილი
„კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ დაშლილ მდგომარეობაში ცდილობს, არჩევნებზე რამდენიმე ნაწილად გავიდეს და ამას უცხოური ძალები აკეთებენ”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
“ერთმანეთთან ისეთ პირებს დააკავშირებენ, რომლებიც ერთმანეთს ვერ იტანდნენ და საჯაროდ ლანძღავდნენ. მელია ჩაახუტეს კეზერაშვილს, გვარამია დაასვეს თავზე და ათქმევინეს, თურმე რუსული რუბლები კარგი ყოფილა და რუსეთს შარვლის ჩახდით უნდა ვებრძოლოთ. ეს გაერთიანება შექმნეს. შეეცდებიან, გახარია-ხაზარაძეს ერთმანეთზე ათქმევინონ – ვეძებდი, როგორც მტერს და შევხვდი, როგორც მოყვარესო. შემდეგ, სავარაუდოდ, თავზე დაასვამენ ზურაბიშვილს. უცხოური ძალა ასეთი გაერთიანებებით ცდილობს, ხუთი ნომრის გარდა, ხუთპროცენტიანი ბარიერი როგორმე სხვა ძალებს გადაალახინოს. ეს შეუძლებელი იქნება, მაგრამ ამას შეეცდებიან“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.