თამთა მეგრელიშვილი: საქართველო მშვიდობის დერეფანია და ერთადერთი ქვეყანაა სამხრეთ კავკასიაში, რომლის ნომინალური მსყიდველუნარიანი მთლიანი ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე მსოფლიოს და მაღალ-საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების ზოგად დონეებს აჭარბებს
საქართველო მშვიდობის დერეფანია და ერთადერთი ქვეყანაა სამხრეთ კავკასიაში, რომლის ნომინალური მსყიდველუნარიანი მთლიანი ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე მსოფლიოს და მაღალ-საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების ზოგად დონეებს აჭარბებს. მაგალითად საქართველოს მაჩვენებელი 24%-ით აღემატება უკრაინის და 30%-ით მოლდოვის მაჩვენებლებსაც, – წერს „ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.