“გამაოგნებელია, რომ ჩემი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორის კონგრესმენების მიერ შემოტანილი იყო ქართულ ინტერესების საწინააღმდეგო შესწორება” – ნიკოლოზ სამხარაძე

“რუსიფიკაციის პოლიტიკა, ქართული კვალის წაშლა, ის რომ ქართველ ბავშვებს არ ეძლევათ საკუთარ ენაზე სწავლის საშუალება და ა.შ. ყველაფერი, რაც ჩვენ გვინდოდა, რეალურად ამ რეზოლუციაში იყო გათვალისწინებული. ამის შემდეგ მოხდა ასეთი რამ, რომ ამერიკულმა დელეგაციამ წარმოადგინა რამდენიმე შესწორება ამ რეზოლუციაში. ჩვენ წავედით ამ შესწორებების წინააღმდეგ იმიტომ, რომ ეს შესწორებები არ ეხმიანებოდა ქართულ ინტერესებს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ “იმედის კვირასთან” ისაუბრა.

“გამაოგნებელია ის, რომ ჩემი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორის კონგრესმენების მიერ შემოტანილი იყო ასეთი შესწორება. რეზოლუციაში ეწერა: “თბილისის მიერ კონტროლირებული საქართველო”, რაც სრულიად გაუგებარი და მიუღებელი ტერმინია ჩვენთვის. “აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უნდა შერიგდნენ”, რაც ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ თითქოს ეს სამი მხარეა კონფლიქტის მხარე. გამოვედი და ეს ჩანაწერი გავაკრიტიკე, თუმცა კომიტეტის სხდომაზე ეს შესწორება მაინც გავიდა. ამის შემდეგ მე მქონდა ძალიან მწვავე განცხადება პლენარულ სხდომაზე, სადაც გამოვთქვი სინანული, რომ ეუთოს ასამბლეამ ამ ჩანაწერის მიღებით რუსეთის წისქვილზე დაასხა წყალი”, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები