არჩილ თალაკვაძე – ფეხბურთელების კრიტიკაზე: ჩვენს საზოგადოებაში რჩებიან ისეთი ჯგუფები, რომლებსაც აქვთ ძალიან ვიწროპარტიული და ზიზღის კამპანიით გაჯერებული დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ

ჩვენს საზოგადოებაში რჩებიან ისეთი ჯგუფები, რომლებსაც აქვთ ძალიან ვიწროპარტიული და ზიზღის კამპანიით გაჯერებული დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ, – ასე აფასებს
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ფეხბურთელების მიმართ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის კრიტიკულ განცხადებებს.

„სამწუხაროა, რომ ჩვენს საზოგადოებაში რჩებიან ისეთი ჯგუფები, რომლებსაც აქვთ ძალიან ვიწროპარტიული და ზიზღის კამპანიით გაჯერებული დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ. ისინი ცდილობენ ისეთი უნივერსალური საკითხების გადაკეთებას და პოლიტიზებას როგორიცაა მადლიერება, ღირსების პატივისცემა, საქართველოსი და საერთო წარმატების აღნიშვნა. ეს რა თქმა უნდა, ჩვენს საზოგადოებას შეფასების გარეშე არ დარჩება“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ფეხბურთელების კრიტიკა ამ ჯერად იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ მათ ბიძინა ივანიშვილს მიღებული ჯილდოსთვის მადლობა გადაუხადეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები