მარიამ ქვრივიშვილი: ფორუმზე ყველა ტურისტული კომპანია ხაზს უსვამდა იმას, რომ საქართველო დღეს გამოირჩევა სწრაფი ზრდის დინამიკით

ყველა ტურისტული კომპანია ხაზს უსვამდა იმას, რომ საქართველო დღეს, ისე, როგორც არასდროს, გამოირჩევა, სწრაფი ზრდის დინამიკით. ისინი ხედავენ, რომ საქართველოში მეტი და მეტი ახალი საერთაშორისო ავიაკომპანია იწყებს ფრენას, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა ისაუბრა საერთაშორისო ფორუმის M&I Tbilisi-ში მონაწილეობის შემდეგ.

„ყველა კომპანია ხაზს უსვამდა იმას, რომ საქართველო დღეს, ისე, როგორც არასდროს, გამოირჩევა, სწრაფი ზრდის დინამიკით, ისინი ხედავენ, რომ საქართველოში მეტი და მეტი ახალი საერთაშორისო ავიაკომპანია იწყებს ფრენას, რაც მათთვის პირდაპირი სტიმულია, საქართველოსთვის გაყიდვები გააძლიერონ. მათ უკვე აქვთ შესაძლებლობა, პირდაპირი ფრენების მეშვეობით სხვადასხვა ევროპული ქალაქიდან ამოგზაურონ მათი ტურისტები. შესაბამისად, დადებითად შეფასდა ჩვენი სტრატეგიისა და აღსრულების შედეგები, რაც ავიაციის ინდუსტრიაში გვაქვს. ასევე, დადებითაც შეფასდა უსაფრთხოება, საემიგრაციო ლიბერალური პოლიტიკა და ძალიან დადებითად შეფასდნენ ჩვენი კერძო სექტორის წარმომადგენლები“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები