“პირდაპირ ვთქვათ, რომ ჩვენი ოპოზიცია მთლიანად არის გარე დახმარებაზე დამოკიდებული” – ქადაგიშვილი

“მოდით, პირდაპირ ვთქვათ, რომ ჩვენი ოპოზიცია მთლიანად არის გარე დახმარებაზე დამოკიდებული და, გარკვეულწილად, ასეთი პოზიცია და განცხადებებიც დასავლეთის მხრიდან, გარკვეულწილად ემსახურება იმასაც,  რომ ამ ოპოზიციას სასუნთქი გაუჩნდეს ცოტა და რაღაცნაირად, არჩევნების წინ, სახე შენარჩუნებული ჰქონდეთ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა “დღის ქრონიკაში” ისაუბრა.

“ეს სანქციების თემაც, ჩვენ ვხედავთ, რომ ცოტა ბუნდოვან ხასიათს ატარებს იმიტომ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიც ხედავს, რომ საქართველო არის პარტნიორი, რომელსაც აქვს თავისი მყარი დამოკიდებულება ამ პარტნიორობასთან დაკავშირებით და ის მიმდინარე გარკვეული საკითხები, რამაც გამოიწვია გარკვეული სიტუაციის ბუნდოვანება, ვფიქრობ, რომ დროთა განმავლობაში გაწოვადია, აუცილებლად და პარტნიორულ ურთიერთობას ალტერნატივა არ გააჩნია”, – აღნიშნა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები