“საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ თანამშრომლობას ალტერნატივა არ გააჩნია” – ქადაგიშვილი

“საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობა მოიცავს უკვე დაახლოებით 33 წელს და, ამ ხნის განმავლობაში, თანამშრომლობის ძალიან სერიოზული კაპიტალი არის დაგროვებული; განსაკუთრებით აღსანიშნავია ის კაპიტალი, რომელიც არა მხოლოდ ქართულ-ამერიკულ, არამედ – საქართველო-ნატოს ურთიერთობაში არის ასახული”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა “დღის ქრონიკაში” ისაუბრა.

“საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ თანამშრომლობას ალტერნატივა არ გააჩნია. ეს პარტნიორობა უკვე ათეულ წელზე მეტს ითვლის, მაგრამ კონკრეტული შედეგები ამას არ მოუტანია. ალბათ, სწორედ ახლა არის მნიშვნელოვანი, რომ კონკრეტულ შედეგებზე იყოს გათვლილი ეს პარტნიორული ურთიერთობა”, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები