“საქართველოს არასდროს შეურცხვენია თავი პარტნიორულ ურთიერთობაში, რომელიც წლების განმავლობაში აკავშირებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან” – გია ვოლსკი

“არ ვამბობთ, რომ შესანიშნავია ის ურთიერთობა, რომელიც ბოლო პერიოდში ჩვენსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ჩამოყალიბდა, მაგრამ ჩვენი მყარი პოზიცია კარგად არის ჩამოყალიბებული და გამოხატული პრემიერ-მინისტრის განცხადებაში”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა გია ვოლსკიმ ისაუბრა.

“საქართველოს არასდროს შეურცხვენია თავი პარტნიორულ ურთიერთობაში, რომელიც წლების განმავლობაში აკავშირებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მათ შორის, ფართო გაგებით, რეგიონში, როდესაც მხარდამხარ ვებრძოდით უსამართლობას, ტერორიზმს და საერთაშორისო დანაშაულების ბუდეს. რასაკვირველია, ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის შესანიშნავი გამოცდილება და ზუსტად ასეთ თანამშრომლობას ვესწრაფვით მომავალში. არ გვინდა, რომ ეს ურთიერთობა გაფუჭდეს გარკვეული სანქციებით“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები