“ნაციონალურ მოძრაობასთან” თანამშრომლობას არ ვაპირებთ წინასაარჩევნო ფორმატში” – ირაკლი კუპრავა

“ნაციონალურ მოძრაობასთან” თანამშრომლობას არ ვაპირებთ წინასაარჩევნო ფორმატში”, – ამის შესახებ “ლელოს” გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრავამ განაცხადა.

“ერთიანობა არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ერთიანობა სწორი კონფიგურაციით, რომელიც მოიცავს არჩევანის შესაძლებლობას ჩვენი მოქალაქეებისთვის.

“ლელოს” პოზიცია არის, რომ უნდა არსებობდეს რამდენიმე ალტერნატიული ცენტრი, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილად მოიაზრებს “ლელო” საკუთარ თავს”, – განმარტა კუპრავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები