“დღეს პროკურატურა მთლიანად დამოუკიდებელია აღმასრულებელი ხელისუფლებისგან” – ქადაგიშვილი

“დღეს პროკურატურა მთლიანად დამოუკიდებელია აღმასრულებელი ხელისუფლებისგან”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ისაუბრა.

“აღმასრულებელ ხელისუფლებას არც პროკურორის შერჩევის და არჩევის წესთან და არც პროკურატურის სხვა ფუნქციონირებასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ის, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ვერ აირჩევს პროკურორს, რა თქმა უნდა, მათთვის ტრაგედიაა, რადგან არ ეძლევათ საშუალება, რომ მედია შეზღუდონ, ხალხი დაატერორონ, ბიზნესი დააწიოკონ და ა.შ. ისინი ამ უმნიშვნელოვანეს, ევროპული სტანდარტის ინსტიტუციონალურ ცვლილებას საქართველოში გაასაღებენ ჭორის დონეზე, რომ “ქართულ ოცნებას” ვინც უნდა[ის იქნება]”, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები