ბიძინა კულუმბეგოვმა წიგნი გამოსცა

“ცხოვრება ალერგიასთან ერთად” – ასეთია წიგნის სახელწოდება, რომლის პრეზენტაციაც “სტამბაში” გაიმართა.

მისი ავტორი ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვია.

წიგნი ერთგვარი სახელმძღვანელოა მათთვის, ვისაც ალერგიის სხვადასხვა ფორმასთან გამკლავება უწევს. მასში განხილულია ექიმის პრაქტიკული რჩევები ალერგიასთან საბრძოლველად.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს პაციენტებს დავეხმაროთ და არა მარტო პაციენტებს, ყველა ადამიანს, თუნდაც ვისაც ოჯახის წევრი ჰყავს ალერგიული იმიტომ, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მარტივ და გასაგებ ენაზე ჰქონდეთ ალერგიასთან დაკავშირებით. სახელმძღვანელოს მიზანი გახლავს სწორედ ის, რომ ეს იყოს ძალიან მარტივად, ადამიანისთვის გასაგებ ენაზე გადაცემული და, რა თქმა უნდა, მასში დეტალურად იყოს აღწერილი ყველა ის მექანიზმი, რომელიც ალერგიას უკავშირდება,“ – აცხადებს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები