ნიკა კვეკვესკირი: ძალიან მაგრად გვინდოდა, რომ ქართველი ხალხი გაგვეხარებინა და ყველასთვის დაგვემტკიცებინა, რომ საქართველო არის საფეხბურთო ქვეყანა და ეს შევძელით, რაც ყველაზე დიდი ბედნიერებაა

ძალიან მაგრად გვინდოდა, რომ ქართველი ხალხი გაგვეხარებინა და ყველასთვის დაგვემტკიცებინა, რომ საქართველო არის საფეხბურთო ქვეყანა და ეს შევძელით, რაც ყველაზე დიდი ბედნიერებაა, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ნიკა კვეკვესკირმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„განსაკუთრებული იყო ქართველი გულშემატკივარი იქ, გერმანიაში, როგორ ავაჟღერეთ ქართული ჰიმნი ევროპაში, როგორ გაიშალა ჩვენი დროშა პირველად. ყველა ეს დეტალი იყო ძალიან ემოციური. მგონია, რომ ცოტა გავლენაც კი იქონია თურქეთთან საწყის წუთებზე, რადგან მართლა ემოციების ზღვა იყო თითოეული ფეხბურთელის გულში.

ყველაზე ემოციური მომენტი, რაც შემიძლია გავიხსენო, ეს იყო ის ცერემონია, ხარ ფეხბურთელი, ბავშვობიდან ამაზე ოცნებობ და როდესაც შენი დროშა იშლება საფეხბურთო გიგანტების გვერდით და ჟღერდება ქართული ჰიმნი პირველად ევრო სარბიელზე, ფეხბურთელისთვის ემოციურად ამაზე დიდი ალბათ არაფერი შეიძლება იყოს. ძალიან მაგრად გვინდოდა, რომ ქართველი ხალხი გაგვეხარებინა და ყველასთვის დაგვემტკიცებინა, რომ საქართველო არის საფეხბურთო ქვეყანა და ეს შევძელით, რაც ყველაზე დიდი ბედნიერებაა“, – აღნიშნა ფეხბურთელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები