დიმიტრი ხუნდაძე: რუსეთი თუ უკრაინაში ტერორისტული სახელმწიფოა, ეუთოს ბოლო რეზოლუციის მიხედვით, საქართველოში თურმე ოკუპანტი არ არის
„რუსეთი თუ უკრაინაში ტერორისტული სახელმწიფოა, ეუთოს ბოლო რეზოლუციის („ეუთოს როლი მიმდინარე უსაფრთხოების არქიტექტურაში: საპარლამენტო პერსპექტივა”) მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ მას საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს, აქ თურმე ოკუპანტი არ არის.” – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის” გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.