უკრაინაში რუსეთის იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა

უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად, დაღუპულთა რაოდენობა 5-მდე, ხოლო დაშავებულთა რიცხვი 34-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

“რუსმა ტერორისტებმა ისევ დაარტყეს ჩვენს ქალაქს. ამ დროისთვის, დაღუპულია ხუთი ადამიანი, დაშავებულია ოცდათოთხმეტი მოქალაქე, მათ შორის ერთი ბავშვი.

ადგილზე მობილიზებულია ყველა საჭირო სერვისი, მაშველები კი ყველა დაშავებულს ეხმარებიან.

მხოლოდ ორ რამეს შეუძლია შეაჩეროს ეს რუსული ტერორი – თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემებს და ჩვენს იარაღს.

მსოფლიოს შეუძლია დაიცვას ჩვენი სიცოცხლე და ეს მოითხოვს ლიდერების განსაზღვრას – ისეთი ლიდერების განსაზღვრას, რომლებიც ტერორისგან დაცვას ისევ ნორმად აქცევენ“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები