“ჩვენ უკვე ვართ ანგარიშგასაწევი ძალა და წინ ბევრი წარმატება გველოდება” – დავით მუჯირი

“უპირველესად, ქართველ გულშემატკივარს ვულოცავ იმ წარმატებას, თუ როგორ გამოვიდა გუნდი ევროპის ჩემპიონატზე”, – ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა ისაუბრა.

“ძალიან სასიხარულოა, რომ ამ გუნდს აქვს უნარი. თანმიმდევრულად მივდიოდით იმისკენ, რომ ჩემპიონატზე ანგარიშგასაწევი ძალა ვყოფილიყავით. ჩვენ უკვე ვართ ანგარიშგასაწევი ძალა და წინ ბევრი წარმატება გველოდება.

გვინდა, მადლობა გადავუხადოთ თითოეულ გულშემატკივარს, რომელიც იყო გერმანიაში, სტადიონზე, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე და, ასევე, მადლობა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ქვეყნის ყველა წერტილში”, – აღნიშნავს მუჯირი.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები სამშობლოში რამდენიმე საათის წინ დაბრუნდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები