“ჩვენ აქ მადლობის გადასახდელად მოვედით” – გულშემატკივრები ფეხბურთელებს ეგებებიან
ეროვნული ნაკრების წევრები უკვე სამშობლოში არიან.
ფეხბურთელებს აეროპორტში ძალიან ბევრი გულშემატკივარი დახვდა – ისინი მათ შეძახილებით შეეგებნენ.
“ნამდვილად ძალიან განსაკუთრებული იყო ეს ორი კვირა და ჩვენ აქ, უპირველესად, მადლობის გადასახდელად მოვედით. მე მგონი, მთელი ერი ასეთი ბედნიერი და გახარებული დიდი ხანია, არ ვყოფილვართ. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ნაკრებს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ახლა აქ არის და გულშემატკივრობს მათ”, – აღნიშნავს ერთ-ერთი გულშემატკივარი.
საქართველოს ნაკრების თვითმფრინავის დაგეგმილი ფრენა 2 საათით გადაიდო. ფეხბურთელები სამშობლოში 07:30 საათზე უნდა ყოფილიყვნენ.