გიორგი მიქაუტაძე: ვამაყობთ იმით, რომ ჩვენს პირველ საერთაშორისო შეჯიბრში ღირსეულად ვაჩვენეთ ჩვენი ფერები ევროპას – დავბრუნდებით უფრო ძლიერები

ჩვენ დავბრუნდებით უფრო ძლიერები, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ საქართველო, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე სოციალურ ქსელში წერს.

ფეხბურთელის თქმით, ეროვნული ნაკრები ამაყობს იმით, რომ ჩვენს პირველ საერთაშორისო შეჯიბრში ღირსეულად ვაჩვენეთ ჩვენი ფერები ევროპას.

„ვწუხვართ, რომ დავემშვიდობეთ EURO 2024-ს, თუმცა ვართ ამაყები და მადლიერები.

ვამაყობთ იმით, რომ ჩვენს პირველ საერთაშორისო შეჯიბრში ღირსეულად ვაჩვენეთ ჩვენი ფერები ევროპას.

ვამაყობთ ფართოდ გავრცელებული ენთუზიაზმით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

ვამაყობთ ამ საოცრად ერთიანი გუნდით და ჩვენი ფასდაუდებელი პერსონალით.

უთვალავი მადლობაც ვერ გამოხატავს სრულად ჩვენს მადლიერებას.

თქვენ, მხარდამჭერები, იყავით ჩვენი უდიდესი ძალა. ვერ წარმოიდგენთ, რა პატივი იყო ჩვენთვის, რომ გაგვეხარებინეთ და ემოციები დაგვენახა თქვენს თვალებში.

გვიყვარხართ ყველაფერზე მეტად.

ჩვენ დავბრუნდებით უფრო ძლიერები, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ საქართველო.

ძალა ერთობაშია“, – წერს გიორგი მიქაუტაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები