ანზორ მექვაბიშვილი: 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, საკუთარი ქვეყნის მინდორზე გაყვანა, ჩემთვის ოცნებაზე მეტი იყო – ვამაყობ, რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ

ოცდაერთწლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, საკუთარი ქვეყნის მინდორზე გაყვანა, ჩემთვის ოცნებაზე მეტი იყო, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ანზორ მექვაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ამაყია, რომ ნაკრების გუნდის ნაწილია და მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივრები საქართველოს ჰყავს.

„ოცდაერთწლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, საკუთარი ქვეყნის მინდორზე გაყვანა, ჩემთვის ოცნებაზე მეტი იყო. ერთი წლის თავზე ევროპის მთავარ სცენაზე უკვე ეროვნულ გუნდთან ერთად ყოფნა ენით აღუწერელი გრძნობაა.

ვამაყობ, რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ, ვამაყობ, რომ ასეთი გუნდელები მყავს, ვამაყობ, რომ მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივრები გვყავს და ვამაყობ, რომ ქართველი ვარ!

საქართველოს გაუმარჯოს! ჩვენ ვართ საქართველო!“, – წერს ანზორ მექვაბიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები