ზურიკო დავითაშვილი: ერთად შევქმენით ეს ისტორია და აუცილებლად უფრო ძლიერები დავბრუნდებით

ერთად შევქმენით ეს ისტორია და აუცილებლად უფრო ძლიერები დავბრუნდებით, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ევროპის ჩემპიონატზე თამაში მათ ოცნება იყო და მადლობას უხდის გულშემატკივარს.

„თითოეული ჩვენგანის ოცნება იყო აქ მოხვედრა და თამაში. ეს ყველაფერი თქვენთან ერთად გავაკეთეთ.

მადლობა მინდა, გადაგიხადოთ გვერდში დგომისთვის და გულშემატკივრობისთვის. ამ გუნდის წევრობით ამაყი ვარ, ერთად შევქმენით ეს ისტორია და აუცილებლად, უფრო ძლიერები დავბრუნდებით“, – წერს დავითაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები