სანდრო ალთუნაშვილი: ბედნიერი ვარ, რომ ამ დიდი ისტორიის ნაწილი ვარ და მიხარია, რომ პატარა წვლილი მიმიძღვის იმაში, რამაც ქართველი ერი ასე გაახარა და გააბედნიერა

ბედნიერი ვარ, რომ ამ დიდი ისტორიის ნაწილი ვარ და მიხარია, რომ პატარა წვლილი მიმიძღვის იმაში, რამაც ქართველი ერი ასე გაახარა და გააბედნიერა, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, სანდრო ალთუნაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ფეხბურთელმა ქართველ გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ ერთიანობით მომავალში ბევრ წარმატებას მივაღწევთ.

„საოცარია ის ემოციები, რომლებიც ამ დროის განმავლობაში მივიღე, მოედანზე თუ მოედანს მიღმა. ბედნიერი ვარ, რომ ამ დიდი ისტორიის ნაწილი ვარ და მიხარია, რომ პატარა წვლილი მიმიძღვის იმაში, რამაც ქართველი ერი ასე გაახარა და გააბედნიერა.

უდიდესი მადლობა თითოეულ გულშემატკივარს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ტრიბუნიდან თუ ტელეეკრანებიდან გამოხატავდით. ყოველთვის ვგრძნობდით თქვენს გვერდში დგომას. საუკეთესო გულშემატკივრები ხართ და მჯერა, რომ ზუსტად ამ ერთიანობით მომავალში ბევრ წარმატებას მივაღწევთ.

ბედნიერი ვარ, რომ ქართველი ვარ“, – წერს სანდრო ალთუნაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები