ხვიჩა კვარაცხელია: ამაყები და თავაწეულები ვტოვებთ ევროპის ჩემპიონატს – ვაგრძელებთ შრომას და დაგიბრუნდებით უფრო ძლიერები

ამაყები და თავაწეულები ვტოვებთ ევროპის ჩემპიონატს! უამრავი საოცარი ემოციით და მოგონებით, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში წერს.

ფეხბურთელმა ქართველ გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა.

„ამაყები და თავაწეულები ვტოვებთ ევროპის ჩემპიონატს! უამრავი საოცარი ემოციით და მოგონებით. ჩვენს ხალხს და ქვეყანას ბევრი სიხარული და სიამაყის წუთები ვაჩუქეთ, ამით ყველაზე ბედნიერი ვარ, როცა ვხედავდი ტრიბუნებზე, ტელევიზორებთან, ქუჩებში გახარებულ ქართველებს. მინდა მადლობა გითხრათ ყველას, ვაგრძელებთ შრომას, განვითარებას და დაგიბრუნდებით უფრო ძლიერები“, – წერს ხვიჩა კვარაცხელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები