თურქეთმა, რუმინეთმა და ბულგარეთმა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის გაუმჯობესების მიზნით შავ ზღვაში ერთობლივი განაღმვითი ოპერაციები დაიწყეს

თურქეთმა, რუმინეთმა და ბულგარეთმა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის გაუმჯობესების მიზნით შავ ზღვაში ერთობლივი განაღმვითი ოპერაციები დაიწყეს.

ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

რუსეთი და უკრაინა მარცვლეულის მთავარი მწარმოებლები არიან, შესაბამისად, ომი ტვირთების უსაფრთხო გადაზიდვას საფრთხეს უქმნის. გამოცემა წერს, რომ ინიციატივა მიზნად ისახავს შავი ზღვის იმ ნაღმებისგან გაწმენდას, რომელიც იქ ომის შედეგად აღმოჩნდა.

კიევმა შავი ზღვის საკუთარი საექსპორტო მარშრუტი გასულ წელს აამოქმედა, მას შემდეგ, რაც რუსეთის, თურქეთისა და გაეროს მიერ მხარდაჭერილი უსაფრთხო დერეფნის შეთანხმება ჩაიშალა. ამან გაზარდა ექსპორტი და დაეხმარა ეკონომიკას უფრო სწრაფად განვითარებაში, ვიდრე პროგნოზირებული იყო, მაგრამ მარშრუტი კვლავ სარისკოდ რჩება.

უკრაინამ მარტში განაცხადა, რომ მისი შავი ზღვის პორტებიდან ექსპორტი თითქმის დაუბრუნდა ომამდელ მოცულობას, თუმცა, ოდესის ირგვლივ მდებარე პორტები ხშირად რუსეთის მხრიდან თავდასხმების ქვეშ ექცევიან, რაც აფერხებს ოპერირებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები