“ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენი შრომა ფასდება” – პედაგოგები ანაზღაურების ზრდას ეხმაურებიან

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი მექანიზმი ამოქმედდება.

აღნიშნულ სიახლეს მასწავლებლები ეხმაურებიან.

როგორც მე-20 საჯარო სკოლის უფროსი პედაგოგი სოფიო ფრანგიშვილი ამბობს, მისთვის სასიხარულოა, რომ შრომა უფასდება.

“28 წელია, პედაგოგი ვარ. დიდი ხანია, ვმოღვაწეობ სკოლაში. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენი შრომა ფასდება. ძალისხმევას არასდროს ვაკლებდით ბავშვებს და ახლა, რა თქმა უნდა, მოტივაცია უფრო იზრდება.

[ანაზღაურების] ასეთი მასშტაბური მატება არასდროს ყოფილა და, სიმართლე გითხრათ, ძალიან გვიხარია”, – აღნიშნავს სოფიო ფრანგიშვილი.

ახალი პოლიტიკის მიხედვით, საჯარო სკოლის ყველა სტატუსიან მასწავლებელს და სპეციალურ მასწავლებელს ხელფასი, საშუალოდ, 500 ლარით გაეზრდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები