უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

უნგრეთი დღეიდან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა 6 თვის ვადით იქნება, რადგან სტატუსი 6 თვეში ერთხელ იცვლება. უნგრეთმა თავმჯდომარეობა ბელგიისგან გადაიბარა, დეკემბრიდან კი თავმჯდომარე ქვეყანა პოლონეთი გახდება.

თავმჯდომარეობა ქვეყნებს როტაციის პრინციპით უწევთ. ეს სტატუსი ქვეყნებს, რეალურად, მცირე უფლებამოსილებას აძლევს, თუმცა თავმჯდომარე ქვეყანას აქვს უფლება, დღის წესრიგში თავისი პრიორიტეტები წამოაყენონ.

უნგრეთის თავმჯდომარეობამ რამდენიმე პრიორიტეტი დაასახელა: ევროკავშირის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაზრდა, თავდაცვის პოლიტიკის გაძლიერება, თანმიმდევრული და დამსახურებაზე დაფუძნებული გაფართოების პოლიტიკა, არალეგალური მიგრაციის შეჩერება, ერთსულოვნების პოლიტიკის მომავლის ფორმირება, ფერმერზე ორიენტირებული ევროკავშირის სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა, დემოგრაფიული გამოწვევების მოგვარება.

უნგრეთს მოუწევს, უზრუნველყოს საბჭოს შეუფერხებელი მუშაობა ახალ ევროპარლამენტთან და ევროკომისიასთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები