ხელოვნური ინტელექტი თუ რეალური კონსტრუქცია – შთამბეჭდავი ფოტოს ნამდვილი ამბავი

ამ გიგანტური და გასაოცარი შენობის გამოსახულება Facebook-ზე თავდაპირველად გავრცელდა სახელით – „შენობა კაიროს რაიონში“ – და მილიონობით ადამიანი მოიცვა. ეს არა რეალური ფოტო, არამედ, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, ეგვიპტელი არქიტექტორისა და დიზაინერის მიერ შექმნილი ნამუშევარია.

აღნიშნული კონსტრუქციის სურათი 17 ივნისს გამოქვეყნდა Facebook-ის ჯგუფში, რომელიც 204 000-ზე მეტ წევრს აერთიანებს. ის უამრავჯერ გადაზიარდა და უამრავი კომენტარი თუ რეაქცია დააგროვა. მთავარი პოსტის კომენტარებში რამდენიმე ადამიანმა ფოტოს რეალურობა ეჭვქვეშ დააყენა.

Faky-ის სარედაქციო ჯგუფმა ონლაინკვლევა ჩაატარა და აღმოაჩინა, რომ ეს ფოტო სხვადასხვა ყალბ პუბლიკაციასთანაა დაკავშირებული. თავდაპირველად, სოციალურ ქსელში ეს ნაგებობა ალჟირში არსებულ შენობად წარმოაჩინეს, შემდგომ ეგვიპტესა და ჩინეთსაც კი დაუკავშირეს.

ჟურნალისტებმა ფოტოს შემქმნელს, ჰასან რაგაბისაც მიაკვლიეს.

როგორც აღმოჩნდა, ხსენებული ნამუშევარი გახლავთ უფრო დიდი კოლექციის ნაწილი, სახელწოდებით – „კაიროს ესკიზები“, რომელზეც ის 18 თვეა, მუშაობს. ეს არის სურათების სერია, რომელიც თანამედროვე არქიტექტურას, ურბანულ ცხოვრებას, ტექნოლოგიას და ხელოვნურ ინტელექტს აერთიანებს.

ჰასანის სხვა ნამუშევრები:

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები